ისრაელი ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს განაგრძობს
ისრაელი ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს განაგრძობს. ინტენსიური ავიადარტყმების შედეგად „ჰამასის” ობიექტები და ინფრასტრუქტურა ნადგურდება. პარალელურად, ისრაელის არმიის შენაერთები ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში რადიკალთა გვირაბებსა და სამეთაურო პუნქტებს ანადგურებენ. „ბიბისის” ინფორმაციით, ისრაელის ძალებს ალყაში ჰყავთ მოქცეული ალ შიფას საავადმყოფოც, სადაც ებრაული მხარის მტკიცებით, რადიკალებს სამეთაურო ცენტრი აქვს მოწყობილი. „ცაჰალის“ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ კიდევ ერთი მეთაური აჰმედ სიამი, რომელსაც ათასამდე მშვიდობიანი მცხოვრები მძევლად ჰყავდა აყვანილი და ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდა. „ჰამასი” კი ისრაელს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში სდებს ბრალს
