სპეკულაციები სტატუსის ირგვლივ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციის უმოქმედობის მიუხედავად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება შეძლო. მათივე თქმით, საქართველო „ქართული ოცნების“ პერიოდში იმაზე ახლოს არის ევროპასთან ვიდრე ის აქამდე ყოფილად. უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ ქვეყანას მთავარი მიზნის მიღწევამდე სამუშაო ჯერ კიდევ აქვს და რომ ხელისუფლება რეკომენდაციების კუთხით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს. იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია გვაქვს, ოპოზიცია დღესაც ირწმუნება, რომ ხელისუფლებას, კანდიდატის სტატუსისთვის არაფერი გაუკეთებია
