თეა წულუკიანი რობერტ სტურუას სპექტაკლის პრემიერას დაესწრო
თეა წულუკიანი რობერტ სტურუას სპექტაკლის „მიჯაჭვული პრომეთეს“ პრემიერას დაესწრო. მაყურებელმა რუსთაველის თეატრის სცენაზე უკვე ნახა სპექტაკლის პირველი ეპიზოდი, რომელიც გამოჩენილმა რეჟისორმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დადგა. სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნა თეატრის 145-ე სეზონი. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმეს სვიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ. ქორეოგრაფი, კი კოტე ფურცელაძეა
