საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ჯარის ქალაქი დაათვალიერეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ჯარის ქალაქი“ დაათვალიერეს. პარლამენტის წევრებს „ჯარის ქალაქში“ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. უმრავლესობის წევრები დასრულებულ პროექტს ადგილზე გაეცნენ. მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათ მშენებლობის პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა
