კომედიის თეატრალური ფესტივალი
რუსთავის თეატრში კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე, ნიკოლოზ წულუკიძის პროექტს ,,ქართული თეატრის ამბავი ანუ“ და ქართული თეატრის ისტორიას დაეთმო. დღეს, საფესტივალო სცენა, მარჯანიშვილის თეატრის დასს უმასპინძლებს. ფესტივალი 17 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 12 სხვადასხვა დასი მიიღებს მონაწილეობას
