ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის შედეგები
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის 2023 წლის სამი კვარტლის შედეგები გააცნო. მინისტრის მოადგილემ ტურიზმის სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2023 წლის სამ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი, სამი მილიარდ დოლარზე მეტი დაფიქსირდა. მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ საერთაშორისო შეჯიბრების შესახებ, რომლებიც ქვეყნის ზამთრის კურორტებზე გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება სამოქალაქო ავიაციის აღდგენის პროცესზე
