ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზებს აცხადებს
საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების პარალელურად, ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზებს აცხადებს. შეერთებულ შტატებთან მიღწეული შეთანხმებით, ანკლავში ყოველ დღიურად ცეცხლის შეწყვეტის ოთხ საათიანი რეჟიმი მოქმედებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში 100 ათასამდე ადამიანი გადავიდა, რაც ისრაელს „ჰამასთან“ ბრძოლას უადვილებს. ისრაელის მხარის განცხადებით, ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ
