საფრანგეთის პრეზიდენტის ინტერვიუ
„ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზაში ბავშვებისა და ქალების ხოცვა“ - ამის შესახებ „ბიბისისთან“ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ემანუელ მაკრონმა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმები დაგმო, თუმცა აღნიშნა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხერპლს არანაირი გამართლება არ აქვს. საფრანგეთის პრეზიდენტს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, საერთაშორისო საზოგადოება „ჰამასის“ თავდასხმებს უნდა გმობდეს და არა ისრაელის ქმედებებს, რადგანაც ღაზის მშვიდობიანი მცხოვრებლების დაღუპვაზე პასუხისმგებელი „ჰამასია“
