ისრაელი ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს განაგრძობს
ისრაელი ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს განაგრძობს. ინტენსიური ავიადარტყმების შედეგად „ჰამასის“ ობიექტები და ინფრასტრუქტურა ნადგურდება. პარალელურად, ისრაელის არმიის შენაერთები ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში რადიკალთა გვირაბებსა და სამეთაურო პუნქტებს ანადგურებენ. „ჰამასი“, კი ისრაელს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში სდებს ბრალს. ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან დღემდე ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა. დაღუპულთა შორის 4 ათასზე მეტი ბავშვია
