საველე სიტუაციური სწავლება
უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის ფარგლებში საველე სიტუაციური სწავლება ჩატარდა. სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალებისა და გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტები აკვირდებოდნენ. ოპერაციაში პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი იყო ჩართული, რომელსაც მხარს უჭერდა ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა ოცეული და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა
