პრემიერი პარიზის მშვიდობის ფორუმზე
„ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ, მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ 2012 წლიდან ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანაში ეკონომიკის გაზრდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ოკუპაციასთან დაკავშირებით გამოწვევა არ გამქრალა, მაგრამ მისივე თქმით, ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და რომ ქვეყანას სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა აქვს არჩეული
