სავარაუდო პროვოკაციის გეგმა
რადიკალური ოპოზიცია ახალი პროვოკაციისთვის ემზადება. ამას ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს. მისი ინფორმაციით, რადიკალებს იმედი აქვთ, რომ ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას სათავისოდ გამოიყენებენ და შექმნიან მუხტს, რომელიც შემდეგ დაპირისპირებაში გადაიზრდება. ნიკოლეიშვილმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ექსპერტი მოუწოდებს ხელისუფლებას, აღნიშნულ ინფორმაციას ყურადღება მიაქციოს, ხოლო საზოგადოებას სთხოვს, ამ პროვოკაციას არ აჰყვეს
