პრემიერი პარიზის მშვიდობის ფორუმზე
„მსოფლიოს სჭირდება მშვიდობის მოყვარული, მშვიდობის შემქმნელი, გარანტიის მიმცემი ლიდერშიფი“ - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მშვიდობის ფორუმის“ მონაწილეებს. „ქართული ოცნების“ მმართველობის მთავარ მონაპოვრად კი უწყვეტი, უპრენცენდენტო მშვიდობა და სტაბილურობა დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონის უსაფრთხოებაში საქართველოს როლსა და შესაძლებლობებზეც ისაუბრა. გარდა ამისა: დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შუამავლობის შეთავაზება. მთავრობის მეთაური პანელში სომხეთის პრემიერთან ერთად მონაწილეობდა, ნიკოლ ფაშინიანმა კოლეგას ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება პირადად მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გააცხადა ქვეყნის უცვლელი არჩევანი -გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი. ამ პროცესში კი საფრანგეთის როლი დიდია, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ემანუელ მაკრონთან პირისპირ შეხვედრა - რაც მედიასთან მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ შეაფასა
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
