ანსამბლ „ბასიანის“ სოლო კონცერტი ანტვეროენში
„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში ანტვერპენში ანსამბლ „ბასიანის“ სოლო კონცერტი გაიმართა. საღამოზე ანსამბლმა ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ანსამბლი მეორე კონცერტს ანტვერპენში დღესაც გამართავს, 15 ნოემბერს კი ბელგიაში „ბასიანისა“ და „დებ ჩამგელიანების“ ერთობლივი კონცერტი შედგება. მაყურებლის წინაშე „ბასიანი“ ბელგიის ორ ქალაქში კვლავ 2 სოლო კონცერტით წარდგება.
