გელათის რეაბილიტაციის ანგარიში
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტემა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის საქმიანობის შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში შეფასებულია ტაძრის ადრინდელი მდგომარეობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ნათქვამია, რომ დროებითი გადახურვის პროექტმა გამორიცხა გელათის ტაძარში ნალექის ჩასვლა და ფრესკების დაზიანების საფრთხე. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაწყებულია კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შესწავლა. სამუშაო პროცესში ქართველ არქიტექტორებთან და სპეციალისტებთან ერთად, ჩართულნი არიან ევროპელი მეცნიერები და ექსპერტები.
