„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება
ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტს უნდობლობას კიდევ ერთხელ უცხადებს და ამბობს, რომ დღევანდელი შემადგენლობით პარტიას 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. ნიკა მელია გამოდის ინიციატივით, პარტიაში შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც, მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო გახდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ეს იდეა, ლევან ხაბეიშვილის ფლანგს არ მოსწონს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს პარტიის გახლეჩას შეუწყობს ხელს. „ქართულ ოცნებაში“ კი ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა, მისი იდეოლოგია და დღის წესრიგია.
