სავარაუდო პროვოკაციის გეგმა
ექსპერტის, ლევან ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიცია ახალი პროვოკაციისთვის ემზადება. ექსპერტი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ დადასტურებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დაკრძალავენ, საქართველოში არეულობის მსურველები დამუშავებული გეგმის განხორციელებას შეუდგებიან. ნიკოლეიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს ამ ინფორმაციას.
