ლევან დოთიაშვილი თავისუფალია
თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მიუსამძიმრეს. ვახტანგ გომელაური და გრიგოლ ლილუაშვილი კირბალში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ. რა მოხდა 6 ნოემბერს ლომისას ტაძართან. მოვლენები ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ლევან დოთიაშვილმა დეტალურად გაიხსენა. დოთიაშვილი, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმის სტატუსით უკვე გამოიკითხა. 6 ნოემბერს სოფელ კირბალში, დოთიაშვილი გინტურთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მკვლელობა მოხდა.
