მაკა ბოჭორიშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში
მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ ეტაპებს და მოლოდინებს დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდგომი პროცესი. დაგეგმილია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთანაც.
