სპეკულაციების ახალი ტალღა
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კალიურანდის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას, გაემიჯნონ ანტიევროპულ დეიზნფორმაციას. მმართველი გუნდის შეფასებით მსგავსი გზავნილები ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებას ემსახურება.
