პატრიარქის განცხადება - შეფასებები
ოპოზცია ილია მეორის გზავნილს არ იზიარებს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც ხელისუფლების დამსახურებაზეა საუბარი. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ხალხის დამსახურებაა. მმართველ პარტიაში კი პატრიარქის სწორ პოზიციაზე ამახვილებენ ყურადღებას. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველა საეტაპო მოვლენის დროს, ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია დგას ერთად, რაც მისივე თქმით, იმის ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას.
