მაკრონის მხარდაჭერა საქართველოს
ემანუელ მაკრონი, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ქართული წარწერით აქვეყნებს.„ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი. ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა ელისეს სასახლეში, შედგა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე. პრემიერმა მაკრონს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მოიწვია.
