პრემიერი პარიზის მშვიდობის ფორუმზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეგიონულ უსაფრთხოებას და მშვიდობის უზრუნველყოფას დაეთმობა. პრემიერი ისაუბრებს რეგიონში ქვეყნის როლზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და დეოკუპაციის პროცესში საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებაზე. მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა, პარიზის მშვიდობის ფორუმი პირველი მაღალი ტრიბუნაა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოდის.
