ემანუელ მაკრონი, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ქართული წარწერით აქვეყნებს
“ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას“ - ემანუელ მაკრონი, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ქართული წარწერით აქვეყნებს. „გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით“ - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი. ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა ელისეს სასახლეში, შედგა. ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
