განახლებული პარკი ბაკურიანში
ბაკურიანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და ის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა. ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია.
