ავეჯის მწარმოებელ კომპანია „დემეს” წარმომადგენელს გამოძიება ეძებს
მას დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიის წარმომადგენელმა, მოქალაქეთა თანხების უკანონოდ დაუფლების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამა გამოაქვეყნა, მოქალაქეებს თანხა წინასწარ გადაარიცხვინა და მიიმალა.
