ნაპოლი 1:1 უნიონი
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრა „ნაპოლისა“ და „უნიონს“ შორის ფრედ, 1-1 დასრულდა. იტალიის ჩემპიონის შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ და საგოლე კომბინაციაშიც მონაწილეობდა. შესვენების შემდეგ კი რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა და მეტოქის კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, თუმცა გატანა ვერ მოახერხა. ანგარიში მატეო პოლიტანომ გახსნა, რასაც ზუსტი დარტყმით დავიდ ფოფანამ უპასუხა. მომდევნო შეხვედრას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში კვირას საკუთარ სტადიონზე „ემპოლისთან“ გამართავს, რომელიც თბილისის დროით 15:30 წუთზე დაიწყება.
