განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
მინისტრმა, პედაგოგებთან ერთად, ზოგადი განათლების კუთხით სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა, მათი პოზიციები მოისმინა და სკოლებში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელა. შეხვედრა კითხვა-პასუხით წარიმართა.
