ევროკავშირის დროშის ფერებში განათებული შენობები
ევროკომიის მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების აღსანიშნავად, ევროკავშირის დროშის ფერებით განათდა დედაქალაქში მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, თბილისის სატელევიზიო ანძა და ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის შენობა. სიმბოლურად, ევროკავშირის დროშის ფერებით გაანათეს ბათუმის „აჭარაბეთ არენის“ საფეხბურთო მოედანი.
