საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები
რუმინეთის პრეზიდენტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს - „მივესალმები კომისიის რეკომენდაციებს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმის გაგებით, რომ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯები და დაიწყება გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი“.