სოფელი კირბალი თამაზ გინტურს გლოვობს
თამაზ გინტურის მკვლელის ვინაობა ოჯახისთვის ცნობილია. ის რუსეთის მოქალაქე და საოკუპაციო ძალების წარმომადგენელია. პარალელურად, გამოძიებას ოქროს მოწმეც ჰყავს, რომელიც მოკლულ გინტურთან და გატაცებულ დოთიაშვილთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა გაქცევა მოახერხა. ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და სხვა საერთაშორისო საკომუნიკაციო არხების გამოყენებით, ცენტრალური ხელისფლების წარმომადგენლებს საოკუპაციო ძალებმა მოკლულის ავტომობილი გადმოსცეს. მანქანას, რომელსაც რამდენიმე ნატყვიარი აქვს, ახლა ექსპერტიზა უტარდება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
