თამაზ გინტურის ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი სამძიმარს უცხადებს
თამაზ გინტურის ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამძიმარს უცხადებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოკუპაცია არის ის მძიმე შედეგი, რომელიც მემკვიდრეობით, წინა მთავრობისგან მივიღეთ, ხოლო თამაზ გინტურის მკვლელობა, სწორედ ამ ოკუპაციის შედეგია. ღარიბაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საქართველო მშვიდობიანი გზით ტერიტორიების დეოკუპაციას შეძლებს.
