ისტორიული არჩევანი რეალობა ხდება
გილოცავთ! ისტორიული არჩევანი რეალობა ხდება. 2023 წლის 8 ნოემბერი. საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! ევროკომისიის რეკომენდაცია მწვანე შუქია ევროპისკენ მიმავალი ქვეყნისთვის. საქართველოს პროგრესის შეფასებას, თან 9 რეკომენდაციაც ახლავს. ბრიუსელის სამართლიანი გადაწყვეტილება, ახლა ევროპის დედაქალაქებში გაიგზავნება. საბოლოო პასუხს კი, 27 წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ და ამას გავიგებთ დეკემბერში. შემდეგი ეტაპი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები იქნება. საქართველოს ზეიმისთვის მიზეზი აქვს! ასე უპასუხა „ქრონიკას“- ევროკომისიის პრეზიდენტმა. გზავნილი, რომელსაც საქართველო 2022 წლის მარტიდან ელის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ოლივერ ვარჰეიმ გამოაცხადეს. ევროკომისარმა, რომელმაც კიდევ ერთხელ, საქართველოს მხარდაჭერა გასულ თვეს, პრემიერთან შეხვედრისას დაადასტურა