ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან
ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. გამოფენის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და ამერიკაში საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვედრებს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან მართავს.
