თბილისს მალე ახალი ავტობუსები ეყოლება
თბილისს მალე ახალი ავტობუსები ეყოლება. მანის მარკის 18 მეტრიანი, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსები დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა. თბილისის მერი მიუნხენშია, სადაც კომპანის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და მანის შოურუმში იმყოფებოდა, სადაც გერმანულმა მხარემ 18 მეტრიანი მწვანე ავტობუსების პრეზენტაცია მოაწყო.
