ირაკლი ბერაიას შეხვედრები
საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე პარიზში იმყოფება. ირაკლი ბერაია შეხვედრას მართავს კოლეგებთან და პარტნიორებთან. შეხვედრებზე აქცენტი კეთდება საფრანგეთთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებაზე, ისევე, როგორც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მობილიზებაზე. ირაკლი ბერაია დღეს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
