ოფიციალური თბილისი თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას და ლევან დოთიაშვილის გადმოცემას მოითხოვს
ოფიციალური თბილისი თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას და ლევან დოთიაშვილის გადმოცემას მოითხოვს. ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ და აღნიშნული ფაქტი დროულად შეაფასონ. საქართვლოს ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი პირები გმობენ , რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას , უსამძიმრებენ დაღუპულის ოჯახს და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ამახვილებენ ყურადღებას. სოფელ კირბალთან მომხდარ მკვლელობას ეხმაურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი .
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
