ირაკლი ბერაია კირბალში მომხდარზე: ეს არის კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთზე წნეხის გაძლიერების მუდმივ საჭიროებას, ვიდრე არ მოხდება ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია
ეს არის უმძიმესი ფაქტი და ყველა ხედავს, რასთან გვიწევს ყოველდღიურად ცხოვრება რუსული ოკუპაციისა და ოკუპაციის მძიმე შედეგების სახით. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა
