კახა კალაძე: საქართველოს ორი ისტორიული რეგიონია ოკუპირებული და ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებისგან გვერგო - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
უმძიმესია ის დანაშაული, რაც სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლა ბოროტებამ, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია. ვუსამძიმრებ ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა
