პრემიერის შეხვედრა სლოვენიის თავდაცვის მინისტრთან
პრემიერ-მინისტრი, სლოვენიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს სლოვენიის ურყევ პოლიტიკურ და პროაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ასევე − ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო წინ მიიწევს, რათა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი. პრემიერმა სლოვენიის თავდაცვის მინისტრს მიღწეული პროგრესი გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა გააფართოოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვენიასთან შემდგომი თანამშრომლობა. შეხვედრაზე პრემიერმა, მინისტრს გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა
