ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების ვიზიტი
აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრიც შეხვდა. ოცამდე წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლობით დელეგაციას, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ხელმძღვანელობს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი გაბრიელ კრემადესი. შეხვედრის მთავარ საკითხს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი და მისი სამომავლო განვითარების შესაძლებლობები წარმოადგენდა. მინისტრმა დელეგაციის წარმომადგენლებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა გააცნო. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე
