პრემიერის შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან
„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ქვეყანა სამომავლოდ ევროკავშირის წევრი გახდება. ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში
