საქართველო ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი. გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 20-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, სტუმრებს საქართველოს სტენდთან, საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, ნახონ ვიდეო რგოლები და მიიღონ ინფორმაცია ტურისტული პროდუქტების შესახებ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები წამყვან კომპანიებთან, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების მიზნით, კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, მომავალ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ
