ვინ დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მიღმა
მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სახეების ძიება უნდა დაიწყოს. მსჯვარდებულის მოწოდებამ პარტიაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა და კლანებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. ვინ დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მიღმა, ამაზე პარტიაში ჯერ პასუხი არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი კადრების მოსვლა, ძველების ჩანაცვლებას არ იშნავს. მმართველ პარტიაში თემის კომენტირებისას ამბობენ, რომ პარტიის პრობლემა არა ახალ საახეებში, არამედ იდეოლოგიაშია, რომელიც ძალადობაზეა დაფუძნებული
