ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების ვიზიტი
საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაცია იმყოფება. მათ, საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან შეხვედრას გამართავენ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები. ელჩებიეწვევიან საოკუპაციო ხაზსაც და ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ევროკომისიის მიერ ე.წ. „გაფართოების პაკეტის“ გამოქვეყნების წინ, ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში, ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს
