დევნილი ოჯახების განცხადებების მიღება იწყება
14 ნოემბრიდან, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება. განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, პირველ თებერვლამდე. 2023-2025 წლებში, საცხოვრებლით 13 ათასამდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.
