დავით მაღრაძის პოემის პრეზენტაცია ესპანეთში
სერვანტესის ინსტიტუტში, ესპანელი მკითხველის წინაშე, დავით მაღრაძე მეორე პოემის,“ ბარაქიანი მიწის“ ესპანური თარგმანით წარსდგა. პრეზენტაციაზე, ისაუბრეს მაღრაძის შემოქმედებაზე. პოეტს სერვანტესის ინსტიტუტისგან „აღიარების მედალი“ გადაეცა.
