დევნილი ოჯახების განცხადებების მიღება იწყება
14 ნოემბრიდან, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება. განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, 2024 წლის პირველ თებერვლამდე. 2023-2025 წლებში, საცხოვრებლით 13 ათასამდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.
