ისრალი - "ჰამასის" ომი
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქალაქი ღაზა ალყაშია. უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ქალაქის ალყაში მოქცევით ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილების დამაკავშირებელ გზაზე კონტროლის დამყარება მოხერხდა, რამაც ისრაელს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საშუალება მისცა. ცახალი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას სამხრეთში ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
