სარაგბო კლუბი ლოკომოტივი - 60
სარაგბო კლუბმა ლოკომოტივმა დაარსებიდან 60 და საბჭოთა კავშირის თასის მოგებიდან 45 წლის იუბილე აღნიშნა. ვეტერანი მორაგბეები დიღმის მასივში მდებარე ლოკომოტივის ბაზაზე შეიკრიბნენ და 1978 წლის 5 ნოემბერს რუსეთის „სლავასთან“ მოგებული ფინალი გაიხსენეს. აღსანიშნავია, რომ ბაზის რეაბილიტაცია რაგბის კავშირმა სულ რამდენიმე დღის წინ დაასრულა. ამჟამად კლუბში 200 მორაგბე ირიცხება. რაგბის კლუბი ლოკომოტივი 1964 წელს დაარსდა და კლუბებს შორის პირველი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამარჯვება, სწორედ ამ გუნდთან ასოცირდება.
